„BUY-ოლოგია – მითი და რეალობა იმის თაობაზე, თუ რატომ ვყიდულობთ“ – მარტინ ლინდსტრომი

წიგნი პალიტრა L-ის პროექტის „ლურჯი ოკეანის“ ნაწილია.

მარტინ ლინდსტრომი დაიბადა 1970 წელს. სწრაფი კარიერული ზრდის შედეგად იგი ბრენდინგის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და დაფასებულ ექსპერტად არის მიჩნეული. რამდენიმე საერთაშორისო კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრია და მის კლიენტებს შორის Disney, Mars, Pepsi, American Express, Mercedes-Benz, McDonald’s, Kellogg’s и Microsoft არიან. მარტინ ლინდსტრომი მუშაობდა კომპანია British Telecom/LookSmart-ის ოპერაციების გლობალური დირექტორის (COO) თანამდებობაზე, ხელმძღვანელობდა სარეკლამო ჰოლდინგს BBDO, დააარსა და სათავეში ჩაუდგა BBDO Interactive Asia-ს, არის BBDO Interactive Europe-ს ერთ-ერთი დამაარსებელი. დღეს 37 წლის მარტინ ლინდსტრომი ბრენდინგის დარგში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ექპერტად ითვლება. მისი წიგნები Brand Building; Clicks, Bricks & Brands; BRAND child და BRAND სენსე უკვე 20 ენაზეა თ არგმნილი. იგი წინასწარმეტყველებს, როგორი იქნება ბრენდები მომავალში – არომატული, გემრიელი და შესახებად სასიამოვნო

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

ვიცით, რატომ ვყიდულობთ ამა თუ იმ ნივთს? რა ზემოქმედებს სინამდვილეში ჩვენს გადაწყვეტილებებზე? თვალში საცემი რეკლამები, მყვირალა სლოგანები თუ გადამდები მელოდიები და ტექსტები? თუ ყიდვის შესახებ გადაწყვეტილებებს ქვეცნობიერად, ანუ ისე ვიღებთ, რომ ამას ვერც კი ვიაზრებთ?

წინამდებარე წიგნში მარტინ ლინდსტრომი წარმოგვიდგენს საოცარ აღმოჩენებს, რომლებიც სამწლიანი ინოვაციური კვლევის საფუძველზე გააკეთა. ამ კვლევის შედეგები ეჭქვეშ აყენებს დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებულ მრავალ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა გვიჩენს ინტერესს და რა გვაიძულებს ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვას.

„შთამბეჭდავი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ მომხმარებლები ლოგოებს, რეკლამებს, ბრენდებსა და პროდუქტებს“. (Time Magazine).

„წიგნი საინტერესოა ყველასთვის, ვინც მარკეტინგის, გაყიდვების, პროდუქტების განვითარების, დიზაინის, პიარის მიმართულებით მუშაობს, და არა მარტო მათთვის“. (თორნიკე გურული).  

წიგნი თუ რაზე გვიყვება უკანა ყდის აღწერითაც მარტივი გასაგებია. ერთი რისი დამატებაც შემიძლია, გითხრათ, რომ თუ ხართ უბრალოდ მაღაზიის მფლობელი ან მყიდველი (რაც გამორიცხული არაა) და გიყვართ არა მარტო სხვებზე არამედ საკუთარ თავზე დაკვირვება, მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა.

როგორც ყველაფერი აქაც ჩანს თუ როგორ ვითარდება მარკეტინგი და როგორ უფრო დახვეწილ ხერხებს მიმართავენ გაყიდვების გასაუმჯობესებლად.  თქვენ როგორც გამყიდველი მას გამოიყენებთ, თუმცა როგორც მყიდველი გვერდს ვერ აუვლით.

ავტორისგან:

აქვს თუ არა აზრი პროდაქტ-პლეისმენტს (პროდუქტის განთავსებას) (დარწმუნებით შემიძლია გითხრათ – არა)? რამდენად ზემოქმედებს ადამიანებზე ბრენდების ლოგოტიპები? (სუნი და ბგერები ნებისმიერ ლოგოზე უფრო ძლიერად მოქმედებს). კვლავ ხდება თუ არა ქვეცნობიერის დონეზე რეკლამირება? (დიახ, და შესაძლოა, წუხელ სწორედ მისი გავლენით ივაჭრეთ სადღეღამისო მაღაზიაში). მოქმედებს თუ არა მსოფლიო რელიგიები მყიდველთა არჩევანზე? (რასაკვირველია. თანაც ეს გავლენა სულ უფრო და უფრო ძლიერდება). მოქმედებს თუ არა რეკლამაში ჩადებული სექსუალური ქვეტექსტი (არც ისე) და როგორ გავაძლიეროთ ეს ეფექტი? (მომავალი გვიჩვენებს).

სარკისებური ნეირონების მოქმედება

დაფიქრებულხართ თუ არა ოდესმე რატომ სწევთ ხელებს მაღლა, როცა თქვენი გუნდი გოლს გაიტანს ან ლელოს დებს? ან ატირებული კინოგმირის ყურებისას, რატომ გადგებათ თვალზე ცრემლი? ან რატომ გრძნობთ ხოლმე აღმაფრენას, როცა ფილმში კლინტ ისტვუდი ან ვინ დიზელი ბოროტ გმირებს ამარცხებენ? ან სულაც, რას იტყვით იმ აღფრთოვანებაზე, რომელიც ცნობილი ბალერინის ან ვირტუოზი პიანისტის საშემსრულებლო ხელოვნებით ტკბობისას გეუფლებათ? ამ ყველაფრის მიზეზი სარკისებური ნეირონებია – სხვათა მოქმედებებისთვის თვალის დევნებისას – იქნება ეს ზუსტად დარტყმული საჯარიმო თუ „სტეინვეის“ როიალზე შესანიშნავად შესრულებულ არპეჯიო  – ჩვენი გონება ისე რეაგირებს, თითქოს ამ მოქმედებებს თავად ვახორციელებდეთ. ერთი სიტყვით თითქოს ყურება და კეთება ერთი იყოს.

სარკისებური ნეირონები აქტიურდება არა მხოლოდ მაშინ, როცა სხვების ქცევას ვადევნებთ თვალს, არამედ მაშინაც, როცა ამის შესახებ ვკითხულობთ

განურჩევლად იმისა, ვაცნობიერებთ ამას თუ – არა, რიტუალები, ცრურწმენები და რელიგია სწორედ ის ფაქტორებია, რომლებიც უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს აზროვნებაზე რაღაცის ყიდვის მომენტში. მართლაც, როგორც ტვინის სკანირების შედეგებმა უჩვენა, ყველაზე დიდ წარმატებას ის პროდუქტები აღწევს, რომლებსაც ბევრი რამ აქვს საერთო რელიგიასთან. 

15.03.2019
რატი ბახტაძე

პროექტი „ლურჯი ოკეანის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ



დატოვე კომენტარი