„REWORK – ბიზნესი ცრურწმენების გარეშე“ – ჯეისონ ფრაიდი & დევიდ ჰაინემაიერ

წიგნი პალიტრა L-ის პროექტის „ლურჯი ოკეანის“ ნაწილია.

ჯეისონ ფრაიდი და დევიდ ჰაინემაიერ ჰანსონი არიან პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიას 37signals-ის დამფუძნებლები, რომლის პროდუქციითაც მილიონობით ადამიანი სარგებლობს. მათ შესახებ დაიწერა გამოცემებში-Time-ი, News Week-ი და Wired-ი.

წიგნის შესახებ:

„ბიზნესლიტარატურის უდიდესი ნაწილი ერთნაირ რჩევებს იძლება:  დაწერეთ ბიზნესგეგმა, შეისწავლეთ კონკურენტები, მოიძიეთ ინვესტორები და ა.შ. და ა.შ. თუკი ასეთ სახელმძღვანელოს ეძებთ, წინამდებარე ნაშრომი შეგიძლიათ თაროზე შემოდოთ.

წაიკითხეთ ეს წიგნი და გაიგებთ, რატომაა გეგმები საქმისთვის საზიანო. რატომ არ გჭირდებათ გარეინვესტორები და რატომ უნდა უგულებელყოთ კონკურენცია. საქმე ისაა, რომ სინამდვილეში იმაზე ვევრად უფრო ნალები გჭირდებათ, ვიდრე გგონიათ. სულაც არაა აუცილებელი დღედაღამ შრომა, განსაკუთრებული კადრები, საკანცელარიო საქმიანობა და თათბირებში დროის ხარჯვა. ოფისიც კი არ გესაჭიროებათ. ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

ერთადერთი, რაც მართლა დაგეხმარებათ, ესაა ყბედობის შეწყვეტა და მუშაობის დაწყვება. Rework-ი წამოადგენს შესანიშნავ სახელმძღვანელოს მათთვის, ვისაც ოდესმე საკუთარი საქმის წამოწყებაზე უოცნებია. გამოცდილი მეწარმეები, მცირე ბიზნეისის მფლობელები, ადამიანები, რომლებიც გამუდმებით საძულველ საქმეს აკეთებენ, შემცირების მსხვერპლნი, თუ ხელოვანები, რომლებსაც აღარ უნდათ შიმშილობა – ამ წიგნში რაიმე ღირებულ რჩევას ყველა იპოვის.“

ეს არის საოცარი წიგნი  იმ გაგებით, რომ თუ რაიმეზე ორჭოფობთ, გაწუხებთ, ხელს გიშლით, ყველაფერს ერთად აღმოფხვრას. ჩემთვის ასეთი მკურნალი წიგნი ამ მიმართულებით ჯერ არ წამიკითხავს.

საყვარელი რჩევა? – მიიღეთ პატარ-პატარა გადადწყეტილებები. ანუ დიდი მიზნისკენ ვიაროთ პატარა მიზნებითა და ნაბიჯებით. თითოეულს შესრულებაც მოგვიტანს ტკბობასა და სიამოვნებას, პატარა გამარჯვების შეგრძნებას.

11.04.2019
რატი ბახტაძე

პროექტი „ლურჯი ოკეანის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

დატოვე კომენტარი