“ჰამნეტი” – მეგი ო’ფერელი

არის მომენტები რომლებიც ისე მაგრად ეჭიდებიან მოგონებების ყველა კუნჭულს, რომ შეუძლებელია მათგან დახწევა. მსგავს წამებზე ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ მუდამ მათზე ფიქრობ. მაშინაც კი როცა იხსენებ, რომ თურმე მათზე არ ფიქრობ საპირისპირო გამოდის მოვლენები რომელიც გვცვლიან, გადასხვაფერებენ, გონების ნაკადებს მიმართულებას უცვლიან, დღეებს გიფორიაქებენ, გრძნობებს გიმღვრევენ. საკითხავად სასიამოვნოა, ჩამყოლი და ყელზე ბურთის მომჭერი. წიგნის შესახებ ვკითხულობთ:…

“ვარდის სახელი” – უმბერტო ეკო

წინგი სავსეა სიბრძნით, ფიქრებით, სიტყვათა წყობებით. ისეთია რომ მოგვრის ინტერეს და ჩაგითრევს ბოლო გვერდამდე. არაფერი ისე არ მაშფოთებს, რაც დაკარგულ ცოდნას შეეხება. ის რაც აღმოჩენილა და ხელახლა უწევს ადამიანებს მისი მოპოვება, რადგან დავკარგეთ უმეცრების გამო. წიგნი ისაა რაც გვასწავლის, რაც თვალს გვიხელს, რაც გვანახებს იმას რაც უხილავია. წიგნის შესახებ ვკითხულობთ: “„ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის,…

“ქარავანი” – ჯემალ ქარჩხაძე

მიჭირს ვთქვა რომ განსაკუთრებული წიგნია. ისეთი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, როგორც ქარჩხაძის სხვა წიგნებს. ერთი სული მქონდა დამემთავრებინა. არის რაღაც მომენტები, რომლებიც განსაკუთრებულად ამაღელვებელია, თუმცა არის მომენტები რაც მომაბერებელია და არაა საინტერესო. განცდა დამრჩა ხელოვნურად გაბერილის. წიგნის შესახებ ვკითხულობთ: “ქარავანი მრავალპლანიანი რომანია. აქ აქცენტი ერთ პიროვნებაზეა, რომელსაც ღრმა ბავშვობიდან განვითარების გარკვეულ ეტაპამდე – შუა ასაკამდე –…

“ანტონიო და დავითი” – ჯემალ ქარჩხაძე

არსებობს რაღაც დამალული, რაც ჩვენში არსებობს. თუმცა მოვლენები თუ ამბები ხშირად მას გამოამზეურებენ. ეს კი ზოგჯერ გვცლის, სხვა ადამიანა და აპიროვნებად გვაქცევს. რაც არ უნდა იყოს, ბოლოს სიმართლეს მაინც შევეჩეხებით. ასე მგონია სიმართლე ბედია, და ყოველთვის ყველა გზა მისკენ მიდის. თითქოს სხვანაირად შეუძლებელია და ეს ბუნებროვი კანონზომიერებაა. წიგნის შესახებ ვკითხულობთ: “რომანის მოქმედების ადგილია შუა საუკუნეების…

“ზებულონი” – ჯემალ ქარჩხაძე

წაიკითხე თუ შემთხვევით სამშობლოს სიყვარული დაგავიწყდა, თუ რა არის ერთგულება და თანადგომა. არის ფიქრები, რომელიც თავს არ გვანცებებს. დრო გადის, ისინი კი არ გვეცლებიან, თუმცა უფრო მძიმდება. თითქოს უნდა რაც დრო გადის თავი მეტად შეგვახსენოს. ასე მგონია ისეთივე ტანჯვას ატარებდა ზებულონი როგორც ჩვენი ქვეყანა მუდამ. წიგნი, რომელიც აუცილებლა უნდ აწაიკითხოთ. საოცარი ის კი არაა როგორაა…

“მდგმური” – ჯემალ ქარჩხაძე

ფიქრებად მოზღვავებული ამბავია. ისეთი როცა იაზრებ თუ რამდენჯერ გიფიქრია ასე, ხან უაზროდ და ხანაც აზრიანად. ხშირად რთულია განასხვავო სიყვარული და მძაფრი ვნება. რთულია იფიქრო რომ არც ერთი და არც მეორე არ გაგრძელდება მუდამ – ისე როგორც ზღაპრებში და ლეგენდებში. სიყვარულის ძებნაში საკუთარ თავსაც ვპოულობთ. წიგნის შესახებ ვკითულობთ: “ჯემალ ქარჩხაძის პირველი რომანია. მთავარი პერსონაჟი – “მდგმური”…

“ილიადა” – ჰომეროსი

გული რომ გიძგერს და გიკვირს, რომ ასე სხვასაც მრავალი წლის წინ უძგერდა. იდგა ტროას აღმართული კელდების წინაშე, უყურებდა გმირებს და ღმერთებს და ელოდა სიკვდილს სახელოვანს. შეუძლებელია ალბათ ეს ნაწარმოები არ წაიკითხო. შეიძლება ზოგისთვის რთული იყოს ზოგისთვის არა, მაგრამ ცხოვრებაში ერთხლე მაინც რომ უნდა წაიკითხო ეს უდაოა. წიგნის შესახებ ვკითხულობთ: “„თანამედროვე მსოფლიო კარგად იცნობს მხატვრული ლიტერატურის…

“კოსმოკომიკური ამბები” – იტალო კალვინო

ის რაც არსებობს, რატომ არსებობს. რა არის ის რაც სამყაროს ამოძრავებს? რა არის ის რამაც ბიძგი მისცა? როგორ შეიძლება ყოველთვის ყველაფერი მოძრაობაში ყოფილიყო და იყოს? იტალო კალვინო (1923 – 1985) თანამედროვე იტალიური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორია. იტალიური პოსტმოდერნული პროზა სწორედ კალვინოს რომანებით იღებს სათავეს. იგი ახალგაზრდობაში ნაცისტურ ოკუპაციას ებრძოდა, შემდეგ კი თანამედროვეობის გამორჩეულ მწერლად…

“კაცი სახელად უვე” – ფრედრიკ ბაკმანი

კარგი და მსუბუქი საკითხავი. ისეთი, მოლოდინის პერიოდში რომ იკითხავ. სიღმრისეულად აზრის დატანა, რომ არ ჭირდება და არც განსაკუთრებული დაძაბულობა. წიგნის შესახებ ვკითხულობთ: “ფრედრიკ ბაკმანი შვედი მწერალი და ბლოგერია. ახალგაზრდობაში ღვთისმეტყველებას სწავლობდა, მაგრამ მიატოვა და სატვირთოს მძღოლობა არჩია, მერე ჟურნალისტობა… ამ წიგნის პერსონაჟი მის ბლოგში დაიბადა – ათას მკითხველზე მეტმა ხმა მისცა, რომ დაწერილიყო რომანი კაცზე,…

“კირკე” – მადელინ მილერი

მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ მითოლოგიაზე არ მაქვს დიდი ცოდნა, ის ყოველთვის მიმზიდველი და საინტერესოა. მგონია, რომ მწერალმა სწორედ ეს გამოიყენა. შეიძლება გარკვეული საკითხები მითოლოგიაში არსებულ რეალობას არ შეესაბამება, თუმცა ისეთი მოყვარულისთვს, როგორიც მე ვარ სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ საინტერესოდ წამეკითხა. წიგნის შესახებ ვკითხულობთ: “ამერიკელი მწერალი მადელინ მილერი ანტიკური ლიტერატურისა და შექსპირის შემოქმედების მკვლევარია. როგორც მწერალმა,…