მე

მიყვარს ფიქრი და შემდგომ ჩემი აზრების გადმოცემა. ამიტომ გადავწყვიტე ეს ბლოგი გამეკეთებინა.

აქ ჩემი პროფესიაც მეწერა, თუმცა გადავწყვიტე წამეშლა. რატომ? უბრალოდ მინდა ეს იყოს ადგილი, სადაც ვაკეთებ იმას რაც მინდა და მას კავშირი არ აქვს არც ჩემს განათლებასთან, არც ჩემს საქმესთან და არც სამსახურთან.

მიყვარს კითხვა, მოგზაურობა და ახლის შესწავლა. იანვარში ბლოგს უკვე ერთი წელი შეუსრულდა. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ხშირად ბლოგის გამო გამიკეთებია ბევრი და ამავე მიზეზით კიდევ უფრო მეტს ვაპირებ.

2017 წელს ბლოგს 7 000 უნიკალრმა მნახველი ყავდა, ეს ციფრი არც ისე დიდია, თუმცა თუ მათგან რამდენიმეს მაინც მოვანდომე წიგნის წაკითხვა ეს სრულიად საკმარისია.

მადლობა იმ 18 გამომყოლს რომელიც ჩემი ბლოგის ყველა პოსტს ნახულობს.


2020.06.03:

2020 წელს ისევ ვწერ ბლოგს. თითქოს ყველაფერი იცვლება ჩემს ირგვლივ თუმცა მე, ბლოგი და წიგნები ისევ აქ ვართ. მართალია უფრო ცოტას ვკითხულობ ვიდრე ადრე, თუმცა მაინც სასიამოვნოა ნახვა, რომ სხვას შეიძლება დააინტერესოს ეს ადგილი.

დღეს უკვე 48 გამომყოლი მყავს! მადლობა მათ.