“მდგმური” – ჯემალ ქარჩხაძე

ფიქრებად მოზღვავებული ამბავია. ისეთი როცა იაზრებ თუ რამდენჯერ გიფიქრია ასე, ხან უაზროდ და ხანაც აზრიანად. ხშირად რთულია განასხვავო სიყვარული და მძაფრი ვნება. რთულია იფიქრო რომ არც ერთი და არც მეორე არ გაგრძელდება მუდამ – ისე როგორც ზღაპრებში და ლეგენდებში. სიყვარულის ძებნაში საკუთარ თავსაც ვპოულობთ. წიგნის შესახებ ვკითულობთ: “ჯემალ ქარჩხაძის პირველი რომანია. მთავარი პერსონაჟი – “მდგმური”…

“ილიადა” – ჰომეროსი

გული რომ გიძგერს და გიკვირს, რომ ასე სხვასაც მრავალი წლის წინ უძგერდა. იდგა ტროას აღმართული კელდების წინაშე, უყურებდა გმირებს და ღმერთებს და ელოდა სიკვდილს სახელოვანს. შეუძლებელია ალბათ ეს ნაწარმოები არ წაიკითხო. შეიძლება ზოგისთვის რთული იყოს ზოგისთვის არა, მაგრამ ცხოვრებაში ერთხლე მაინც რომ უნდა წაიკითხო ეს უდაოა. წიგნის შესახებ ვკითხულობთ: “„თანამედროვე მსოფლიო კარგად იცნობს მხატვრული ლიტერატურის…

“კოსმოკომიკური ამბები” – იტალო კალვინო

ის რაც არსებობს, რატომ არსებობს. რა არის ის რაც სამყაროს ამოძრავებს? რა არის ის რამაც ბიძგი მისცა? როგორ შეიძლება ყოველთვის ყველაფერი მოძრაობაში ყოფილიყო და იყოს? იტალო კალვინო (1923 – 1985) თანამედროვე იტალიური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორია. იტალიური პოსტმოდერნული პროზა სწორედ კალვინოს რომანებით იღებს სათავეს. იგი ახალგაზრდობაში ნაცისტურ ოკუპაციას ებრძოდა, შემდეგ კი თანამედროვეობის გამორჩეულ მწერლად…

“კაცი სახელად უვე” – ფრედრიკ ბაკმანი

კარგი და მსუბუქი საკითხავი. ისეთი, მოლოდინის პერიოდში რომ იკითხავ. სიღმრისეულად აზრის დატანა, რომ არ ჭირდება და არც განსაკუთრებული დაძაბულობა. წიგნის შესახებ ვკითხულობთ: “ფრედრიკ ბაკმანი შვედი მწერალი და ბლოგერია. ახალგაზრდობაში ღვთისმეტყველებას სწავლობდა, მაგრამ მიატოვა და სატვირთოს მძღოლობა არჩია, მერე ჟურნალისტობა… ამ წიგნის პერსონაჟი მის ბლოგში დაიბადა – ათას მკითხველზე მეტმა ხმა მისცა, რომ დაწერილიყო რომანი კაცზე,…

“კირკე” – მადელინ მილერი

მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ მითოლოგიაზე არ მაქვს დიდი ცოდნა, ის ყოველთვის მიმზიდველი და საინტერესოა. მგონია, რომ მწერალმა სწორედ ეს გამოიყენა. შეიძლება გარკვეული საკითხები მითოლოგიაში არსებულ რეალობას არ შეესაბამება, თუმცა ისეთი მოყვარულისთვს, როგორიც მე ვარ სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ საინტერესოდ წამეკითხა. წიგნის შესახებ ვკითხულობთ: “ამერიკელი მწერალი მადელინ მილერი ანტიკური ლიტერატურისა და შექსპირის შემოქმედების მკვლევარია. როგორც მწერალმა,…

“პროფესორის საყვარელი ფორმულა” – იოკო ოგავა

ადამიანს თუ მოგონებები დაავიწყდება იცვლება კი? თუ ხასიათშია უკვე გამჯდარი და იმ ადამიანად რჩება რაც იყო? ვისაც ბავშვები უყვარს მგონია სამყაროში ყველაზე აღმატებულები არიან. თუ ბავშვი არ გიყვარს არც მომავალი არსებობს შენთვის და არც მომავლის იმედი. კითხულობ და კითხვაში არც დრო გახსოვს და არც ადგილი სადაც ხარ. შენ იმ მოგონებებში აღმოჩნდები რომელსაც მწერალი გადმოსცემს. იოკო…

“ფიქციები” – ხორხე ლუის ბორხესი

კარგია როცა მწერალი ამბავს ბოლომდე არ ასრულებს. ამ დროს გიტოვებს შესაძლებლობას წარმოიდგინო სასურველი დასასრული, ისეთი რომელსაც იმ წამს შეიგრძნობ. კარგი მოთხრობებია და ღირს წაკითხვად. არგენტინელი მწერალი ხორხე ლუის ბორხესი 1899 წელს დაიბადა ბუენოს-აირესში. მას ახალი ლათინოამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ დამაარსებელს უწოდებენ. მკითხველებისა და კრიტიკოსების დიდი ნაწილი კი ბორხესს უნივერსალურ მწერლად მიიჩნევს. ბორხესმა მოთხრობებისა და ნოველების წერა…

“დაღმამავალი” – თომას ბერნჰარდი

ისეთი წიგნია ვერ მივხვდი მომეწონა თუ არა. სწორხაზოვნად არ მიდის და თითქის რთულია აზრის გამოტანა. განსხვავებულად და თავისებურად დაწერილია. თომას ბერნჰარდი (1931 – 1989), პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, 1931 წელს ჰოლანდიის ქალაქ ჰერლენში დაიბადა. აქ დედამისი მოახლედ მუშაობდა. ნახევარი წლის შემდეგ ოჯახი ვენაში გადავიდა საცხოვრებლად. ბერნჰარდმა მთელი ცხოვრება სწორედ ავსტრიაში გაატარა. იყო მუსიკოსი,…

“ქვიშის წიგნი” – ხორხე ლუის ბორხესი

რა შეუძლიათ სიტყვებს? ბევრი რამ, თუმცა ხშირად იმას აქვს მნიშვნელობა ვინ გეუბნება. სულ სხვა ელფერი ენიჭება, სულ სხვა სული იდგმება მასში და ისინიც სხვანაირად მოქმედებენ შენზე. მარტივი საკითხავია. არგენტინელი მწერალი ხორხე ლუის ბორხესი 1899 წელს დაიბადა ბუენოს-აირესში. მას ახალი ლათინოამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ დამაარსებელს უწოდებენ. მკითხველებისა და კრიტიკოსების დიდი ნაწილი კი ბორხესს უნივერსალურ მწერლად მიიჩნევს. ბორხესმა…

“ზიდჰარტა” – ჰერმან ჰესე

რა არის ცხოვრება თუ არა გზა სწავლებისა და შემეცნებისა? მათში ბედნიერების მარცვლის პოვნა და სიხარულით გზის განათება? საკუთარი თავის ძიებაში ხშირად გვავიწყდება გარშემო მყოფნი. ხშირად მათ ვისაც შეუძლიათ სრულყოფილად დაგვანახონ საკუთარი მე. გრძნობების, მოლოდინების და მონატრების ასე გადმოცემა ცოტას თუ შეუძლია როგორც ჰესეს. ამონარიდი: “მისი თვალი მხოლოდ იმას ხედავს, რასაც იგი ეძიებს, სხვა არაფრის პოვნა,…