“თავისუფლრბა და კანონი” და სხვა ესეები” – ბრუნო ლეონი

თავისუფლრბა და კანონი და სხვა ესეები - ბრუნო ლეონიამ ბლოგში სახელმძღვანელოდან ძირითადი პასტულატებია ამოღებული, რომელიც ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს ნებისმიერი მკითხველისთვის.

თავისუფლრბა და კანონი და სხვა ესეები - ბრუნო ლეონი 2ბრუნო ლეონმა (1913-1967 წწ.) ძალიან დინამიური, აქტიური, მრავალმხრივი ცხოვრება განვლო. იგი იყო სამართლის თეორიისა და სახელმწიფო თეორიის პროფესორი პავიის უნივერსიტეტში, სადაც ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს. სათავეში ედგა აგრეთვე პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტს; იყო ჟურნალის “Il Politico” დამაარსებელი და რედაქტორი. მოწვეული მეცნიერის სტატუსით ლეონი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობდა და ატარებდა ლექციებს სხვადასხვა სასწავლებლებში. ლექციათა კურსი, რომელთა საფუძველზეც ეს წიგნი შედგა, პროფესორმა 1958 წლის 15-28 ივნისს კლერმონში, კალიფორნიაში წაიკითხა.

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„ბრუნო ლეონი სამართალმცდონებისა და ეკონომიკის ერთიანობის სულისჩამდგმელი და ლიდერი იყო“ – ალეხანდრო ჩაფუენი (არგენტინელი ეკონომისტი, ატლასის ქსელის პრეზიდენტი).

„ბრუნო ლეონი მიეკუთვნება იმ მცირე ადამიანთა რიცხვს რომელთაც შეუძლიათ გამოვიდნენ საკუთარი პროესიის ვიწრო ჩარჩოებიდან. ვინც ცდილობდა დაენახა საზოგადოების პრობლემები ზოგადად. პირველ რიგში ის იურისტი იყო და როგორც ვხვდები, ძალიან წარმატებულიც თავის პრაქტიკაში. ამასთან, ის სამართლისა და უფლებების სფეროშიც არანაკლებ კომპეტენტური ფილოსოფოსი, სოციალოგიკ და სამართალმცოდნეობის ისტორიის მკვლევარი იყო. მე შემიძლია დავადასტურო, რომ ის იყო ეკონომიკის ძლიერი თეორეტიკოსიც, რომელმაც შეძლო ეჩვენებინა გარკვეული მეთოდოლოგიური სირთულებბის გადაჭრის გზები, რომელიც თანამედროვე განვითარების შედეგად წარმოიშვა ეკონომიკაში.“ – ფრიდრიხ ჰაიეკი (ავსტრიელი ეკონომისტი, ნობელის პრიზის ლაურეატი ეკონომიკაში, 1974 წ.).

ბრუნო ლეონიმ პირველმა შემოგვთავაზა, სხვა კუთხით შეგვეხედა დადგენილი ნორმებისთვის. მან მოგვიწოდა, მაქსიმალური ძალისხმება გამოგვეჩინა იმის დასანახად, თუ რა დგას პოლიტიკოსთა თვითნებობისა და არსებული კანონმდებლობის მიღმა, რომელიც ძალიან ხშირად უბრალო ფორმალობაა და რეალური ძალა არ გააჩნია“ – კარლო ლოტიერი (იტალიელი ეკონომისტი, ლეონის სახელობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი).“


თავისუფლება არა მხოლოდ ეკონომიკური ან პოლიტიკური, არამედ პირველ ყოვლისა, სამსათლებრივი ცნებაა, რომლსგანაც აუცილებლად გამომდინარეობს სამართლებრივი შედეგების ერთობლიობა.


რომაელებიც და ინგლისელებიც იზიარებდნენ იდეას, რომ სამართალი ისეთი რამაა, რომელიც უფრო მეტად უნდა მივაკვლიოთ, ვიდრე ძალაში შევიყვანოთ და არავინ არის საზოგადოებაში ისეთი ძლევამოსილი, შეეძლოს საკუთარი სურვილის ქვეყნის სამართალთან გაიგივება.


თავისუფლების „რეალისტური“ განმარტება ლორდმა ექტონმა „თავისუფლების ისტორიის“ დასაწყისში შემოგვთავაზა. „თავისუფლებაში ვგულისხმობ იმის გარანტიას, რომ ყველა ადამიანი დაცული იყოს ხელისუფლების, ეროვნული უმრავლესობის, ადათ-წესებისა და საზოგადოებრივი აზრის გავლენისგან იმ საქმიანობის დროს, რომელიც თავის მოვალეობად მაჩნია“.


ეკონომისტები არ უგულებელყოფენ, თუმცა არც ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ ყოველი ეკონომიკური ხასიათის კანონი, როგორც წესი, სამართლებრივი გადაწყვეტილებაც არის, რომლის შედეგებზეც ხელისუფლება ზეწოლას ახდენს, თუ, მაგალითად, მოსარიგებელი მხარეები არ იქცეოვიან ისე, როგორ ქცევასაც მათგან შეთანხმების მიხედვით ელოდებიან.


„წარმომადგენლობით დაწესებულებებს მცირე ღირებულება გააჩნიათ და შესაძლოა, მარტივად იქცნენ ტირანიის ან ინტრიგების ინსტრუმენტებად, როდესაც ამომრჩეველთა უმრავლესობა საკმარისად არ არის დაინტერესებული საკუთარი მთავროვისთვის ხმის მიცემით და თუ საერთოდ აირჩევს მას, ხმის უფლებას საჯარო საფუძველზე კი არ უბოძებს, არამედ გაყიდის; ან ხმას აძლევს ვიღაცის მხარდასაჭერად, რომელიც მას აკონტროლებს, ან მას, ვისი დამშვიდებაც პირადი მიზნებით სურს. სახალხო არჩევნები ამ მექანიზმის დამატებითი ჭანჭიკია“ (ჯონ სტიუარდ მილი, „მოსაზრებები წარმომადგენლობით მთავრეობაზე“, ნიუ-იორკი, 1882).


კანონმდებლობა, ეს არის გაცხადებული მოთხოვნები, რომელსაც მხარს უჭერენ კანონმდებლები და ამავდროულად, გაცხადებული მოთხოვნების აღწერა, რომელსაც აღნიშნული კანონმდებლები განიხილავენ, როგორც სტატისტიკურად კანონიერს მოცემული საზოგადოებისთვის. ამ ორი ასპექტის ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი შეიძლება არსებითად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.


ჩემი აზრები:

თუ მდიდარი ხალხის ექსპლატატორია გამოდის რომ ხალხს ამონებს? მონობა კი კანონით აკრძალულია? რა გამოდის? ჩვენ მას არც ვიჭერთ არც ვასამართლებთ არამედ მას ვაგრძლებინებთ ხალხის ექსპლუატაციას ოღონდ უფრო მაღალ ფასად (მაღალი გადასახადების ხარჯზე)? რაღაც აბსურდი ხომ არ გამოდის?


ხშირად პოლკიტიკოსებისგან გვესმის, რომ გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ. ანუ მივცეთ მეტი ფული ვიდრე დღეს აქვთ. ანუ მეტი ფული ამოვიღოთ ერთისგან და ჩავუდოთ მეორეს. ამ დროს კი არავინ საუბრობს იმაზე „სოციალურად დაუცველებმა“ როგორ დააღწიონ ამ გაჭირვებას. იმის მაგივრად, რომ მეტი შესაძლეძლობა მივცეთ და განვითარდნენ თანხის გაზრდით საზოგადოების უფრო დიდი ნაწილს ვითრევთ „სოციალურად დაუცველ“ ფენაში. შესაბამისად სახელმწიფოს უწევს მეტი ხარჯის გაღება, ე.ი. მეტი თანხის ამოღება ერთი ჯიბიდან და მეორეში ჩადება.

09.08.2018
რატი ბახტაძე

„თავისუფლების ბიბლიოთეკის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

დატოვე კომენტარი