“პროფესორის საყვარელი ფორმულა” – იოკო ოგავა

ადამიანს თუ მოგონებები დაავიწყდება იცვლება კი? თუ ხასიათშია უკვე გამჯდარი და იმ ადამიანად რჩება რაც იყო? ვისაც ბავშვები უყვარს მგონია სამყაროში ყველაზე აღმატებულები არიან. თუ ბავშვი არ გიყვარს არც მომავალი არსებობს შენთვის და არც მომავლის იმედი. კითხულობ და კითხვაში არც დრო გახსოვს და არც ადგილი სადაც ხარ. შენ იმ მოგონებებში აღმოჩნდები რომელსაც მწერალი გადმოსცემს. იოკო…

“ფიქციები” – ხორხე ლუის ბორხესი

კარგია როცა მწერალი ამბავს ბოლომდე არ ასრულებს. ამ დროს გიტოვებს შესაძლებლობას წარმოიდგინო სასურველი დასასრული, ისეთი რომელსაც იმ წამს შეიგრძნობ. კარგი მოთხრობებია და ღირს წაკითხვად. არგენტინელი მწერალი ხორხე ლუის ბორხესი 1899 წელს დაიბადა ბუენოს-აირესში. მას ახალი ლათინოამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ დამაარსებელს უწოდებენ. მკითხველებისა და კრიტიკოსების დიდი ნაწილი კი ბორხესს უნივერსალურ მწერლად მიიჩნევს. ბორხესმა მოთხრობებისა და ნოველების წერა…

“დაღმამავალი” – თომას ბერნჰარდი

ისეთი წიგნია ვერ მივხვდი მომეწონა თუ არა. სწორხაზოვნად არ მიდის და თითქის რთულია აზრის გამოტანა. განსხვავებულად და თავისებურად დაწერილია. თომას ბერნჰარდი (1931 – 1989), პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, 1931 წელს ჰოლანდიის ქალაქ ჰერლენში დაიბადა. აქ დედამისი მოახლედ მუშაობდა. ნახევარი წლის შემდეგ ოჯახი ვენაში გადავიდა საცხოვრებლად. ბერნჰარდმა მთელი ცხოვრება სწორედ ავსტრიაში გაატარა. იყო მუსიკოსი,…

“ქვიშის წიგნი” – ხორხე ლუის ბორხესი

რა შეუძლიათ სიტყვებს? ბევრი რამ, თუმცა ხშირად იმას აქვს მნიშვნელობა ვინ გეუბნება. სულ სხვა ელფერი ენიჭება, სულ სხვა სული იდგმება მასში და ისინიც სხვანაირად მოქმედებენ შენზე. მარტივი საკითხავია. არგენტინელი მწერალი ხორხე ლუის ბორხესი 1899 წელს დაიბადა ბუენოს-აირესში. მას ახალი ლათინოამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ დამაარსებელს უწოდებენ. მკითხველებისა და კრიტიკოსების დიდი ნაწილი კი ბორხესს უნივერსალურ მწერლად მიიჩნევს. ბორხესმა…

“ზიდჰარტა” – ჰერმან ჰესე

რა არის ცხოვრება თუ არა გზა სწავლებისა და შემეცნებისა? მათში ბედნიერების მარცვლის პოვნა და სიხარულით გზის განათება? საკუთარი თავის ძიებაში ხშირად გვავიწყდება გარშემო მყოფნი. ხშირად მათ ვისაც შეუძლიათ სრულყოფილად დაგვანახონ საკუთარი მე. გრძნობების, მოლოდინების და მონატრების ასე გადმოცემა ცოტას თუ შეუძლია როგორც ჰესეს. ამონარიდი: “მისი თვალი მხოლოდ იმას ხედავს, რასაც იგი ეძიებს, სხვა არაფრის პოვნა,…

“Homo faber” – მაქს ფრიში

ჩემს ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებიც წლებია არ მინახავს, თუმცა ვიცი, გავა მრავალი წელი და ჩვენ აუცილებლად გადავიკვეთებით. და იმ დროს გავიხსენებთ, როდესაც დროს უაზროდ ვფლანგავდით. რთულია არა მარტო სხვას არამედ საკუთარ თავს გაუგო, წადილებს და სურვილებს რაც გამოძრავებს, რაც ძალას გმატებს. განსხვავებული ნაწარმოებია, განსხვავებულად გადმოცემული, რაც მას უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის. მაქს ფრიში (1911-1991)…

“ბარბაროსების მოლოდინში” – ჯ.მ. კუტზეე

რატომაა რომ ხშირად იმას ვიჯერებთ რაც არაა. ხშირად ვარწმუნებთ თავს იმის არსებობაში რაც არაა? ეს შვებას გვგვრის? თუ ამას იმიტომ ვაკეთებთ რომ საკუთარი საქციელები გავამართლოთ? მეტად დავიჯეროთ? ბევრი რამის გაგება მაშინ შეგვიძლია როცა იმ ქუდს დავიხურავთ რისი გაგებაც გვინდა. ის გავხდებით ვისი გაგებაც გვინდა, შევითვისებთ და მოვიქცევით მათსავით. ისეთი საკითხავია თვალის მოწყვეტა რომ გიჭირს. ჯონ…

“იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან” – დელია ოუენსი

ბავშვობის მოგონებები და ფიქრები თვალ წინ გესახება. თითქოს საკუთარ სულში გახედებს და შენც წიგნის გმირივით იმ პერიოდს იხსენებ როდესაც სამყარო საოცრებებით იყო სავსე. როდესაც ირგვლივ ყველაფერს აღმოჩენას ეძახდი. დრო გადის, დროსთან ერთად ახალი ამბები და საიდუმლოებები მოდის, ვინახავთ მათ, ისე რომ არც არავის ვუზიარებთ. ამბები რომლებიც მხოლოდ ჩვენთვისაა და არავისთვის სხვისთვის. ჩამთრევი, სევდიანი და ისეთი…

“მამაჩემის ცრემლები” – ჯონ აპდაიკი

რაც უფრო დრო გადის მგონია მოგონებებით ვიწყებ ცხოვრებას. ან უბრალოდ ესმოგონებები უფრო მეტ ადგილს იკავებს ჩემ ფიქრებში. ხშირად ისეთი ფიქრები მომაწვება რაც დიდიხნის მივიწყებული მქონდა. ამ წიგნის კითხვისას კი მსგავსმა მოგონებებმა უფრო მეტად წამოიწია წინ. ბავშვობის მეგობრები, ის ადამიანები რომლებზეც ფიქრობ სულ, მაგრამ არ იცი სად არიან და რას აკეთრერნ. ზოგზე ზოგადი წარმოდგენა გაქვს, ზოგის…

“პარიზისა და ლონდონის ფსკერზე” – ჯორჯ ორუელი

ხშირად ის რაც ასე მარტივად ვიღებთ (თუნდაც საკვები) ზოგიერთიდთვის საოცნებო რამეა. ეს ცუდი დრო როდესაც გვიჭირდა გვავიწყდება და ყოველ ჯერზე ახალ მიზნებსა და ოცნებებს ვაწყობთ, მას შემდეგ რაც ისინი ახდება. ეს ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია. ალბათ ამიტომაა რომ ადამიანს ყოველთვის მეტის და მეტის მოხვეჭა სურს. რეალობა რომელოც არსებობს და არ აღვიქვავთ. მასზე უბრალოდ თვალს ვხუჭავთ…