“პარიზისა და ლონდონის ფსკერზე” – ჯორჯ ორუელი

ხშირად ის რაც ასე მარტივად ვიღებთ (თუნდაც საკვები) ზოგიერთიდთვის საოცნებო რამეა. ეს ცუდი დრო როდესაც გვიჭირდა გვავიწყდება და ყოველ ჯერზე ახალ მიზნებსა და ოცნებებს ვაწყობთ, მას შემდეგ რაც ისინი ახდება. ეს ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია. ალბათ ამიტომაა რომ ადამიანს ყოველთვის მეტის და მეტის მოხვეჭა სურს.

რეალობა რომელოც არსებობს და არ აღვიქვავთ. მასზე უბრალოდ თვალს ვხუჭავთ ან გავურბივართ.

ორუელი დაიბადა 1903 წელს ინდოეთში. 1904 წლიდან იგი ცხოვრობდა ინგლისში. 1917-1921 წლებში ორუელი სწავლობდა იტონის კოლეჯში. 1922 წლიდან მსახურობდა ბრიტანეთის პოლიციაში მიანმარიში. მისი ცხოვრების ეს პერიოდი აისახა 1934 წელს გამოქვეყენებულ თხზულებაში „დღეები ბირმაში“. 1927 წელს ორუელმა თავი დაანება პოლიციაში სამსახურს პროტესტის ნიშნად და დაბრუნდა ინგლისში, სადაც იგი 1936 წლამდე დარჩა. ამ პერიოდში ორუელი აქვეყნებდა თავის პირველ ნაწარმოებებს. 1937 წელს იგი იბრძოდა ესპანეთის სამოქალაქო ომში მარქსისტული ერთობის მუშათა პარტიის მხარეზე მეორე მსოფლიო ომის დროს მწერალი მუშაობდა The Observer-ის კორესპონდენტად. 1945 წელს ორუელმა გამოაქვეყნა იგავი „ცხოველების ფერმა“, რომელშიც იგი აღწერს რუსეთში სოციალისტური იდეის განხორციელების კრახს. 1949 წელს გამოქვეყნდა ორუელის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები, რომანი „1984“. ორუელი 1950 წელს 46 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

წიგნის შესახებ ვკითხულობთ:

“პარიზისა და ლონდონის ფსკერზე ჯორჯ ორუელის პირველი ვრცელი ნაწარმოებია. 1933 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტური პროზის ეს შესანიშნავი ნიმუში მოგვითხრობს ორი ბრწყინვალე ქალაქის, პარიზისა და ლონდონის, ნაკლებად ბრწყინვალე შრეზე – მაწანწალების, ქუჩის ხალხისა და უფასო თავშესაფრების სამყაროზე. პირად გამოცდილებაზე დამყარებულ ამ მძაფრ ტექსტში ცხადად იკვეთება ჯორჯ ორუელისეული ხედვა სიღარიბისა და საზოგადოების შესახებ.”

07.04.2023
რატი ბახტაძე

ქარჩხაძის გამომცემლობის წიგნების სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული.

დატოვე კომენტარი