“გზა საკურთხევლისკენ” – ნიკოლას სპარქსი

ბავშვობის სიყვარულო სხვაა. ეს ისაა როცა ვერ ხვდები რა ამბავია შენ თავს. ეს ის დროა როცა შენ არ იცნობ საკუთარ თავს, არც ის იცი რა გემართება, რა გრძნობები იმღვრევა. მხოლოდ მაშინ როცა იმ ადამიანზე ფიქრში დაგათენდება მთელი ღამე მაშინ ხვდები, რომ თურმე შეყვარებული ხარ.

რატომაა რომ ბავშვობის მოგონებები თბილია? თბილი იმიტომ რომ როცა იხსენებ სხეულში სითბო გივლის.

სევდა და ყელზე მოჭერილი ბურთი. ის რასაც ეს წიგნი გიტოვებს.

ნიკოლას სპარქსი — ამერიკელი რომანების ავტორი და სცენარისტი. გამოცემული აქვს 17 რომანი. აქედან რვა ეკრანიზაციების სახით გამოვიდა, მათ შორის – „გზავნილი ბოთლში“, „იჩქარე შეიყვარო“, „უბის წიგნაკი“, „ღამეები როდანთში“, „ძვირფასო ჯონ“, „უკანასკნელი სიმღერა“, „იღბლიანი“ და ბოლო დროის ეკრანიზაცია, „მშვიდი ნავსადგური“.

წიგნის შესახებ ვკითხულობთ:

თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ნიკოლას სპარქსის რომანი „გზა საკურთხევლისკენ“ 1999 წელს გამოქვეყნდა და გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. “გზა საკურთხევლისკენ“ ხანში შესული ლენდონ კარტერის მიერ მოთხრობილი ისტორიაა. ლენდონი იხსენებს ორმოცი წლის წინანდელ ამბავს, რომელმაც პატარა სამხრეთულ ქალაქში მცხოვრები ჩვიდმეტი წლის ბიჭის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. „წიგნი, რომელსაც დიდხანს ვერ დაივიწყებ“ – ასე ახასიათებდა ამერიკული პრესა რომანს. რამდენიმე წლის შემდეგ ნაწარმოების მიხედვით გადაიღეს ფილმი A WALK TO REMEMBER, რომელიც რომანზე არანაკლებ პოპულარულია.

27.02.2023
რატი ბახტაძე

სერია „წლის ბესტსელერის“ სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული.

დატოვე კომენტარი