“ჰომო დეუსი – ხვალინდელობის მოკლე ისტორია” – იუვალ ნოახ ჰარარი

იმისთვის რომ მომავალი დავინახოთ აწმყოს სწორად დანახვა და გააზრება უნდა შევძლოთ. სწორედ ესაა წიგნის დიდი ნაწილის მიზანი და ალბათ სწორი მიდგომაცაა.

უცნაურია რომ მე ში ორი ან მეტი მეა. მე რომელიც ფიქრობს და მე რომელიც აკეთებს.

იუვალ ნოახ ჰარარი ისრაელელი ისტორიკოსი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტისა და ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, იუვალ ნოახ ჰარარი 1976 წელს დაიბადა ჰაიფაში. მომავალმა მეცნიერმა განათლება იერუსალიმში მიიღო, სადაც შუა საუკუნეებისა და მილიტარიზმის ისტორია შეისწავლა; 2002 წელს კი დოქტორის ხარისხი მიიღო ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში. ჰარარის სამეცნიერო კვლევების მთავარი საგანი ჰომო საპიენსი და მისი განვითარების საფეხურებია. მისი კვლევის საგანი საკმაოდ ფართო თემებს მოიცავს: უკავშირდება თუ არა

წიგნის შესახებ ვკითხულობთ:

“თუ ადამიანები საკუთარი ძალისხმევით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წყალობით, პლანეტა დედამიწის ღმერთებად ვიქცევით, სამომავლო მიზნად რაღას დავისახავთ? როგორ დავიცავთ მყიფე მსოფლიოს ჩვენივე შექმნილი დამანგრეველი ძალებისგან? მკითხველის წინაშეა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერის, კრიტიკოსთა მიერ საერთაშორისო მოვლენად აღიარებული „საპიენსის“ ავტორის, იუვალ ნოახ ჰარარის ახალი, ორიგინალური და ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი წიგნი. ისტორიისა და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების ანალიზის საფუძველზე ჰარარი კაცობრიობის განვითარების პერსპექტივებს განიხილავს და ვარაუდობს, რომ ადამიანთა „ღმერთებად გადაქცევა“ ჩვენი სამომავლო მისია იქნება. ავტორი, თხრობის თვითმყოფადი სტილით, საინტერესოდ გვიხსნის, როგორ და რატომ არის შესაძლებელი, ეს განზრახვა განხორციელდეს, ანდა რას შეიძლება ნიშნავდეს ადამიანის „ღმერთად ქცევა“. ჰარარი იმ პროექტებზე, ოცნებებსა თუ კოშმარებზე მსჯელობს, რომლებიც ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიოზე უდიდეს გავლენას მოახდენს – სიკვდილის ძლევით დაწყებული, ხელოვნური სიცოცხლის შექმნით დამთავრებული. ნუთუ ევოლუციის მომდევნო სავარაუდო ეტაპი ჰომო დეუსის ჩამოყალიბება იქნება? ავტორი სვამს ფუნდამენტურ კითხვას: რა გზას ავირჩევთ? ამჯერად იგი კაცობრიობის მომავლის სურათს გვიხატავს.”

15.02.2023
რატი ბახტაძე

სერია “აკადემიის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული

დატოვე კომენტარი