“Laterna magica” – ინგმარ ბერგმანი

“ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობის სერია Laterna Magica აერთიანებს ავტობიოგრაფიულ, ბიოგრაფიულ და ზოგად ნაშრომებს სხვადასხვა ეპოქაში მომხდარი ცნობილი მოვლენების, ასევე — ხელოვანებისა და იმ სფეროების შესახებ, რომლებშიც ეს უკანასკნელნი მოღვაწეობდნენ. სერიას სახელი მასში გამოსული პირველი ორი ნაწარმოებიდან ერთ-ერთის, ინგმარ ბერგმანის Laterna Magica-ს მიხედვით ეწოდა.

ინგმარ ბერგმანი /  Ingmar Bergman (1918-2007) სწავლობდა სტოკჰოლმის უნივერსიტეტში ლიტერატურასა და ხელოვნების ისტორიას, თუმცა არ დაუმთავრებია, ვინაიდან ამ პერიოდში თეატრმა და შემდეგ კინომ გაიტაცა. კინოში პროფესიულ მოღვაწეობას 1941 წელს იწყებს, სცენარების რედაქტორობით. მცირე ხანში თავადაც წერს მცირე სცენარს, რომელიც 1944 წელს იყო ეკრანიზებული. მოგვიანებით თავად იწყებს ფილმების გადაღებას. მსოფლიო აღიარება მოუტანა მისმა სარეჟისორო ნამუშევრებმა 1950-1960-იან წლებში – „მარწყვის მდელო“, „მეშვიდე ბეჭედი“, „ზაფხულის ღამის ღიმილი“, „დუმილი“, „პერსონა“.

წიგნის შესახებ ვკითხულობთ:

“თეატრისა და კინოს ცნობილი შვედი რეჟისორი, ინგმარ ბერგმანი, რომელიც არაერთი თეატრალური და კინოპრემიის ლაურეატია, მემუარული ჟანრის წიგნში “LATERNA MAGICA” მკითხველს გულახდილად უამბობს თავისი უაღრესად საინტერესო და ვნებებით სავსე ცხოვრების შესახებ.

ასე მგონია უფრო მარტივია გამოგონილი სამყარო დაწერო ვიდრე შენი ცხოვრება ადამიანებს ხელის გულზე გადაუშალო. ხოლო თუ გადაუშლი მოახერხო ისე რომ საინტერესო იყოს. ალბათ ცოტა ადამიანს თუ გამოუვა ეს.

ბერგმანზე მართალი გითხრათ აქამდე არ გამეგო. შესაძლოა თქვენ იცოდით და ჩემი უცოდინარობაა ცოდვა იყო  თუმცა ამ წიგნით მგონი ვთანაბრდებით?

პირადად მე, ხშირად მეშინია პირადის სხვისთვის გაზიარება. ამ წიგნში კი ყველაფერი გადმოცემულია. სიყვარულის შეძენა და დაკარგვა, ხედავ ავტორის კარიერულ ამაღლებასა და დაცემას.

ერთი რამ გამიხარდა – ბერგმანმა საკუთარი კუთხე კუნჭულები შექმნა. სადაც ყველაზე კარგად გრძნობდა თავს. პატარა ბინა ქალაქში მხოლოდ თავისთვის და სახლი კუნძულზე ზღვის ხედით.

წიგნის ყდაზე სახეა. არაფერი თითქოს. უბრალო ადამიანი. წიგნის დასრულების შემდეგ შევაჩერე ისევ მზერა ამ სახეზე. ეს სახე უკვე სხვა იყო. სახე რომლის უკან დგას ადამიანი ისტორიით, გრძნობებით, განცდებით და საკუთარი წარსულით.

2020.03.09
რატი ბახტაძე

სერია „Laterna Magica“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

დატოვე კომენტარი