“ბნელი მატერია” – ბლეიკ კრაუჩი

„ბნელი მატერია“ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ სერია „დასაბამის“ სერიით გამოსცა.

ბლეიკ კრაუჩი / Blake Crouch (დაიბადა 1978 წელს) ამერიკელი მწერალია, რომელიც ცნობილია Wayward Pines ტრილოგიით. ტრილოგიის სატელევიზიო სერიალი 2015 წელს გამოვიდა – Wayward Pines.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„თანამედროვე ამერიკელ მწერალს, ბლეიკ კრაუჩს სხვადასხვა ჟანრის არაერთი ბესტსელერი აქვს დაწერილი. მისი ნაწარმოებების მიხედვით რამდენიმე კინოფილმი და ტელესერიალია გადაღებული.

„ბნელი მატერია“ ადამიანის მიერ სამყაროს აღქმისა და გააზრების მარადიულ პრობლემას ეძღვნება. „მიყვარს ხუთშაბათი საღამოები“, – თავიდანვე უცხადებს მკითხველს ჯეისონ დესენი – ჩიკაგოს ერთი ჩვეულებრივი კოლეჯის ჩვეულებრივი პროფესორი, რომელიც სტუდენტებს კვანტურ მექანიკას ასწავლის – „მეტწილად შესავალ ნაწილს. განსაკუთრებულად მიმზიდველს არაფერს“. რატომ უყვარს მას ხუთშაბათი საღამოები? მართლა უყვარს? რამდენად მნიშვნელოვანია „ხუთშაბათი საღამოების სიყვარული“ მისთვის? სხვებისთვის? და, საერთოდ, რას ნიშნავს „ხუთშაბათი საღამოების სიყვარული“?

ეს წიგნი აღწერს იმას, თუ როგორ გვცვლის ჩვენი თითოეული ნაბიჯი თუ გადაწყვეტილება, თითოეული არჩევანი… და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს „ხუთშაბათი საღამოების სიყვარულმა““

ყოველთვის ვგებით დილემის წინაშე თუ რომელ გზას ავირჩევთ. ვისწავლით თუ არა, ამ სამსხურში წვაალთ თუ სხვაში. ვის გავიხდით (ან ცხოვრება განგვისაზღვრავს) ვინ იქნება ჩვენი მეორე ნახევარი. ყოვეკი ნაბიჯი არის ის რაც ვართ დღეს და თავისთავად რაც არ უნდა ვიწინასწარმწტყველოთ რთულია განვსაზღვროდ რა იქნება მომავალში.და ვინ ვიქნებით ჩვენ და ჩვენ გარშემო მყოფნნი.

ეს არაა უბრალო თავგადასავალი. ეს მოგზაურობაა პარალელურ რეალობებში. იქ სადაც თითოეულ ჩვენგანს გვიფიქრია თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი ცხოვრება თუ არჩევანს სხვანაირს გავაკეთებდით.

რაღაც მომენტში შეგრძნება გაქვს რომ აი ისტორიის კეთილი გაგრძელება! როგორც იქნა! და ამ დროს ყველაფერი ისევ თავდაყირა დგება .

აწმყო მოლოდინებითაა სავსე, რომელიც მომავლისკენ მიგვაქანებს.  გვინდა არ გვინდა დრო მიდის და მასთან ერთად ჩვენი მოლოდინებიც იცვლება.

სერია „დასაბამის“ სხვა წიგნები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

3 thoughts on ““ბნელი მატერია” – ბლეიკ კრაუჩი

დატოვე კომენტარი