“შენი ცხოვრების ამბები” – ტედ ჩანი

წიგნი ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ხაზით ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა.

ტედ ჩანი

ტედ ჩანი / Ted Chiang ამერიკელი მწერალია, თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი საინტერესო, პოპულარული და ხმაურიანი წარმომადგენელი. მას ოთხ-ოთხჯერ აქვს მოგებული ისეთი მნიშვნელოვანი ჟანრული პრემიები, როგორებიცაა “ჰიუგო”, “ნებულა” და “ლოკუსი”.

მოთხრობების კრებული “შენი ცხოვრების ამბები” სხვადასხვა თემატიკის ნაწარმოებებს აერთიანებს. აქ შეხვდებით ბაბილონის გოდლის აშენების ალტერნატიულ ვერსიას; მოთხრობას სახელდებასა და კაბალას სხვა საიდუმლოებებზე; ამბავს მათემატიკოსზე, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მათემატიკა არც ისე ზუსტი მეცნიერებაა და ამის გამო თავის მოკვლა უნდა; და რაც მთავარია, მოთხრობას “შენი ცხოვრების ამბავი”, რომლის მიხედვითაც გახმაურებული ფილმი, “ჩამოსვლა” (Arrival), არის გადაღებული.

წიგნის შესახებ ვკითხულობთ:

კრებულს ბოლოში ერთვის ავტორისეული განმარტებები, სადაც ტედ ჩანი საინტერესოდ გვიამბობს თითოეული მოთხრობის შექმნის ისტორიას.

კრებულში შესულია შემდეგი მოთხრობები:

  • ბაბილონის გოდოლი;
  • გაიაზრე;
  • ნულზე გაყოფა;
  • შენი ცხოვრების ამბავი;
  • სამოცდათორმეტი ასო;
  • ადამიანთა მეცნიერების ევოლუცია;
  • ჯოჯოხეთი ღმერთის არყოფნაა;
  • დანახვა და მოწონება: დოკუმენტური;

ზოგი მისწრაფება ერთი ადამიანის მიერ შეუძლებელია. მას შეიძლება საუკუნეებიც დასჭირდეს და მრავალი თაობის ცვლილება. თუმცა თუ მიზანი ცხადია მას კაცობრიობა აუცილებლად მიაღწევს. მთავარია ცოდნის გადაცემის ჯაჭვი არ გაწყდეს.

რა შეუძლია ადამიანის გონებას? წარსულმა გვანახა რომ გენიოსები იბადებიან. იქნებ მათმა რაოდენობა იმატოს მოსახლეობის რაოდენობასთან ერთად? ან იქნებ ბევრის ერთად აღებული გონებაა ის რითაც მრავალი საიდუმლოს ამოხსნას შევძლებთ.

დედამიწაზე 3000 ათასზე მეტი ენა არსებობს. კოსმოსური სივრცეებისთვის ამ პატარა წერტილში ამხელა მრავალფეროვნებაა. ახლა მას უფრო ფართოდ შეხედეთ. სამყაროს იქით რამდენი საოცრება შეიძლება იყოს. რამდენი ენა და დამწერლობა, მათი სხვადასხვაგვარობა შეიძლება არსებობდეს.

მოთხრობა “შენი ცხოვრების ამბავმა” ერთ რამეზე დამაფიქრა. დამწერლობა და ენა მიუთითებს საზოგადოების განვითარებაზე. ენა რაც უფრო მარტივია, იმ გაგებით რომ აღქმა გარკვეული წინადადების მოკლე სიტყვებში, შეგიძლია ვიფიქროთ რომ ის უფრო აღმატებულია სხვა ენაზე. ძალიან მოკლედ მიმოვიხილოთ ქართული დამწერლობა და სიტყვიერებაც. ჩვენ არ გვაქვს ენაში სქესი (ამით ვამარტივებთ მას), არ გვაქვს წინდებულები (მათ სიტყვებშივე ვაქსოვთ), გვაქვს მხოლოდ სამი დრო (ამით ვამარტივებთ საუბარს). ხვდებით საითკენ მიმყავს საუბარი? ენა თუ მანიშნებელია რამის გამოდის ქართული (იმ ენებიდან რაც გამიგია) ყველაზე თვალსაჩინოა და მაღალფარდოვანია…..

ზოგჯერ ნებისმიერ არსებულ სიტყვაში ერთი ასოს ცვლილებით მთლიანად მისი ბუნების შეცვლა შეგვიძლია.

კრებული იმით მომეწონა რომ მოთხრობები არაა მხოლოდ ერთ საკითხზე ფოკუსირებული. ის შეეხება როგორც ტექნოლოგიებს ასევე ლინგვისტიკას, ფიზიკას, რელიგიას, სოციალურ ყოფაცხოვრებას, სამედიცინო სფეროს და ა.შ. ეს ყველაფერი კი მას განსაკუთრებულს და გამორჩეულს ხდის სხვა კრებულებთან შედარებით.

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

დატოვე კომენტარი