უცოდველი თვალები – „მანკიერი თესლი“ – უილიამ მარჩი

უილიამ მარჩი - მანკიერი თესლი“მანკიერი თესლი“ „პალატა N6“ სერიის ხაზით გამოსცა გამომცემლობა წიგნები ბათუმში. წიგნის შეძენა მარტივად შეგიძლიათ თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში, ან უბრალოდ  ამ გამომცემლობას დაუკავშირდით ანდა მათ ოფისში მიაკითხეთ, სადაც ყოველთვის 30%-იანი ფასდაკლებაა.

უილიამ მარჩი - მანკიერი თესლიgუილიამ მარჩი / William March (1893-1954) ამერიკელი ფსიქოლოგიური თხზულებების მწერალი და აშშ-ს საზღვარო ძალების წევრი იყო. ის ექვსი ნოველისა და ოთხი პატარა მოთხრობების კრებულის ავტორია. მას მუდამ კრიტიკოსები გაკიცხავდნენ, თუმცა დიდად პოპულარული არ გამხდარა.

უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„პატარა როდი ჰენმარკი ზრდილი, მოწესრიგებული გოგონაა. ბეჯითად სწავლობს, ფორტეპიანოზე დაკვრაში ვარჯიშობს, ყაისნაღის ქსოვს და თავის საყვარელ ფაზლებს აწყობს. ეს წიგნიც ერთგვარი თავსატეხია, რომელიც მკითხველს გაბნეული ნაწილების შეკოწიწებასა და ერთ საზარელ სურათად აწყობას სთხოვს.

რას იზამდით, თუ გაიგებდით, რომ თქვენი ბინის ერთ-ერთ საძინებელში ცივსისხლიანი ბოროტმოქმედი თვლემს? რას მოიმოქმედებდით, თუ გააცნობიერებდით, რომ განგებამ სიცოცხლის ბოლო წამამდე ამ ურჩხულის მსხვერპლად ყოფნა გადაგიწყვიტათ? ქრისტინ პენმარკის – ახალგაზრდა, მომხიბვლელი დედის ტრაგედია ამ კითხვებზე პასუხების ძიების ისტორიაა. ეს არის ამბავი დროში აცდენილი ინდივიდების ფსიქოლოგიასა და ადამიანური მორალის პირობითობაზე. უილიამ მარჩის მიერ XX საუკუნის 50-იან წლებში შექმნილი ფსიქოლოგიური ჰორორი პირველივე წინადადებიდან გარდაუვალი უბედურებისკენ მიგაქანებს და გზად ერთხელ ამოსუნთქვის საშუალებასაც არ გაძლევს.“

არის მოცემული რეალობა, ობიექტური გარემოება, თუმცა შენი ქვეცნობიერი ამას ვერა და ვერ იჯერებს. თითქოს წარმოუდგენლადაც კი მიგაჩნია. ამიტომაც ხშირად ის კი არ გვაშინებს უფრო, რომ ფაქტი მოხდა,  არამედ ის რომ ამას ვერც კი ვიაზრებდით გონებაში.

რაოდენ საოცარია მშობლის სიყვარული. ის ყოველთვის ცდილობს გამართლება ჰპოვოს საკუთარი შვილის საქციელში, თავისთავად დადებითი მხრიდან. ეს ერთგვარი დაავადებასავითაა, რომელიც გონების იმ ნაწილს ახშობს, რომელიც სიმართლის აღქმის შესაძლებლობას იძლევა. ეს ერთგვარი თვითგადარჩენის ცხოველური ინსტიქტია, რომლის გარეშეც ბევრ რამეს აზრი დაეკარგებოდა.

სრულად გააზრება იმისა თუ ადამიანს სხვადასხვა ქმედებისთვის რისი გაკეთება უწევეს ხშირად სასიკვდილო აღმოჩნდება.

ეს წიგნი არაა მათვის ვინც კეთილ დასასრულს ელოდება. ეს წიგნი არაა მათვის ვინც ფიქრობთ რომ მანკიერ თესლს გაგრძელება არ ექნება.

05.03.2018
რატი ბახტაძე

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” სხვა მიმოხილვები იხილეთ აქ: ბმული


ბლოგის მხარდაჭერა Patreon-ის საშუალებით შეგიძლიათ

დატოვე კომენტარი