ბილიკები მთებში – რაჭა

IMG_7191ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ყოველი კუთხე და კუნჭული მოვლილი მაქვს, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა “მის ყველა რეგიონში ნამყოფი ვარ” (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). წელს საბედნიეროდ მოვახერხე და ვინახულე რაჭა. დიახ, დიდიხანი ვფიქრობდი რაჭაში მოგზაურობას. მის მაღალი მთებისა და ტყეების, მინერალური წყლებისა და დახლართული ბილიკების ნახვას, თუმცა 2 კვირის წინ არც მიფიქრია, რომ ეს დრო დადგებოდა, გადაწყვეტილება უფრო სპონტანური იყო ვიდრე ნაადრევად დაგეგმილი.

თავისთავად რაც პირველ რიგში გავაკეთე დავიწყე დასარჩენი ადგილის ძიება. რა თქმა უნდა კარავით წასვლა შემეძლო, მაგრამ ამჯერად უფრო კომფორტული მიმართულება ავირჩიე. შესაბამისად დავიწყე სასტუმროსი თუ საოჯახო სასტუმროს არჩევა. რჩევებისთვის ინტერნეტშიც ვნახე რამდენიმე ბლოგი, მაგრამ მთლად კარგი და გასაგები დიდად ვერ მოვიძიე.

ფეშენებელური სასტუმროებით რაჭა ჯერ-ჯერობით დიდად არ გამოირჩევა, თუმცა შოვში (ერთ-ერთი უკიდურესი დასახლებული პუნქტი) არის სასტუმრო “სანსეტ შოვი“. შევამოწმე რა მისი ფასები აგვისტოს თვეში, მივხვდი, რომ უბრალო მოკვდათათვის არ არის. ეს სასტუმრო ძველი პანსიონატის ეზოშია (ან ეზოსთან).

ძიება განვაგრძეთ, რამდენიმე სასტუმრო შედარებით იაფი ამბროლაურსა და ონში იყო, თუმცა გადავწყვიტე უკიდურეს დასახლებულ პუნქტში დარჩენა. შოვში მოვძებნეთ საოჯახო სასტუმრო. ფასი ერთ ადამიანზე 70 ლარი, სამჯერადი კვებით. მესმის არც ესაა კარგი ფასი, მაგრამ როგორც გავიგეთ იქაური ადგილისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა ამ მხრივ.

რაჭაში ყოფნისას გზადა-გზა პატარ-პატარა ჩანაწერებს ვაკეთებდი. შესაბამისად ქვემოთ დროის მიხედვით იპოვით თუ რით შეიძლება დაისვენეო და ნახოთ რაჭაში (გაითვალისწინეთ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია). ესაა მხოლოდ მინიმალური რისი გაკეთებაც რაჭაში შეგიძლიათ. თხრობა პირველ პირში მიდის (შემგომ გარკვეული ინფორმაციის დამატებით), სურათები კი დაუმუშავებელია და სილამაზეს სრულად ვერ გადმოსცემს (ამჯერად მაპატიეთ).

21 აგვისტო (გვიან საღამო)

ვიძინებ, დილით 6:35 საათზე დავაყენე მაღვიძარა. ხვალ სამშაბათია. რაჭაში კი შაბათამდე ვრჩები. შაბათს წამოვალ. ეს ის მომენტია როდესაც მოლოდინებით აღსავსე ხარ. ნახავ ულამაზეს ბუნებას. ადამიანის ხელი შექმნილ დიდ გუბებსა და პოეტების მიერ განდიდებულ ნიკორწმინდას.

22 აგვსიტო.

6:30 საათი. დილით ნაადრევად გავიღვიძე. გავემზადე. მეგობარმა 7:15 წუთზე მომაკითხა და გზას გავუდექით. პირველი გაჩერება გორის ქარის ელექტრო სადგურებთან გვქონდა, სმარტთან. 10 წუთიანი შესვენების შემდგომ გზას დავადექით. მალე უღელტეხილიც გავიარეთ და ზესტაფონსაც გავცდით. გადასახვევი გუგლის რუკაზე სხვას განახებს (ალბათ ახალი მაგისტრალიც მშენებლობის ბრალია), გზას უფრო მეტად უნდა გაუყვეთ და ახვიდეთ მაგისტრალზე და თერჯოლის გადასახვევთან მარჯვნივ გაუყვეთ გზას. თერჯოლის შემდგომ ტყიბულისკენ გაუყვებით გზას.

გზებს სიმინდის ყანები დაგიმშვენებთ.

IMG_6773.JPG

10:27 – ტყბიბულისკენ მიმავალუ უღელტეხი მძღოლისთვის ცოტა დამღლელია, მაგრამ ამასთსნავე გრილი, ტყეში ჩაფლული და ლამაზია.

IMG_6789.JPG
მალე ტყიბულსაც მივუახლოვდით. წარწერა “ქალაქი ტყიბული” ამაყად წამოჭიმულიყო.

IMG_6816.JPG

შაორის წყალსაცავი სილამაზით გამოირჩევა. საერთოდ მთებში დაგუბებულ წყალს განსვავებული ელფერი აქვს. თითქოს არარეალურობასთან გაქვს საქმე. ჟინვალის წყალსაცავთან აგარაკი მაქვს. ყოველთვის მომწონდა მისი სილამაზე. (მეტი სურათი ჩემს ინსტაგრამ გვერდზე იხილეთ)

IMG_6822

ესეც პატარა ინფორმაცია შაორზე:

IMG_6855შაორის შემდგომ ნიკორწმინდაა. გზად რა თქმა უნდა ნიკორწმინდის ეკლესია მოვინახულეთ. ის წარსულიდან გადმოსული ძეგლია, ის განსაკუთრებით ჩუქურთმებით და მოხატული კედლებით მოგხიბლავთ. მისი ნახვა ასე დიდხანს მინდოდა და ეს დღეც დადგა.

ნიკორწმინდის შემდგომ 15 კილომეტრში ამბროლაურია. ამბროლაურში ჩასვლისას გავითეთ, რომ საყინულე თურმე იქვე ნიკორწმინდასთან ყოფილა. გადავწყვიტეთ უკანა გზაზე ვინახულოთ. ამბროლაურის ცენტრში საინფორმაციო დაფაცაა და მისი ღირშესანიშნავობების ნახვაც თავისუფლად შეგიძლიათ. და მაინც ახალი აეროპორტის დანახვამ დიდი სიამოვნება მომგვარა.

13:07 – ონიც გავიარეთ (მას მოგვიანებით დავუბრუნდებით). ახლა კი შოვის გზას მივუყვებით. გზა ახალი დაგებული და კარგია. შოვამდე ერთ მონაკვეთში გზა არის დანგრეული, მაგრამ ჩანს რომ აკეთებენ. შემდეგ წელს სავარაუდოდ თავისუფლად გაივლით. [როგორც იქაურებმა მითხრეს 90-იან წლებში მომხდარი მიწისძვრის შემდგომ მთლიანად რაჭა მივიწყებულია და გზების კეთება მათ მხარეში რამდენიმე წელია დაიწყეს.]

შოვში ამოსულებს საოჯახო სასტუმროს პატრონს დავურეკეთ. სამწუხაროდ ჩვენი ოთახი დაკავებული აღმოჩნდა (წინა დღით ახლობელი მისვლია, თურმე ესეც რაღაცნაირად უნდა გაგვეთვალისწინებინა :D). სადილი მოშორებით რესტორანში ღია ცის ქვეშ გვქონდა (საუზმისა და ვახშმის მირთმევა რესტორანში (“ჩხოჭური”) ან ადგილზევე შეიძლება). მეპატრონასთან რას გავაწყობდით ერთი დღე სხვა ოთახში დავბინავდით და სხვაგანაც მივიღეთ აბაზანა. ხვალ გადავალთ კუთვნილ ოთახში.

სადილი და ვახშამი გემრიელი აღმოჩნდა [შემდგომ დღეებშიც]. რესტორანი სადაც მივირთმევთ მდინარის პირასაა. ღია ცის ქვეშ ფაცხაში. სადილის დროს ლოდინი მოგვიწია (ხალხი ამ დროს ბევრი ჰყავთ)[შემდგომ დროს ისე ვარჩევდით ხალხი როცა არ იყვნენ, შესაბამისად საჭმელიც მალე მოდიოდა].

რესტორნამდე სახლიდან ფეხით დაახლოებით 40 წუთის სავალია. საღამოს ფეხით წავედით, გზად მინერალური წყალიც დავლიეთ [მინერალური წყლები თითქმის ყველა ფეხის ნაბიჯზეა და გირჩევთ მხოლოდ ის სვათ რაჭაში თქვენი ყოფნისას]. უკანა გზაზე კი ჩამობნელდა და ცამ საოცარო სახე მიიღო. ცა ვარსკვლავებით საოცრად მოიჭედა, თითქოს ხელის გულზე გადაიშალა. [ამ დღეს დაღლილი ვიყავი და ვარსვკლავების მხოლოდ რამდენიმე სურათი გადავიღე, იმ იმედით, რომ შემდგომი დღეები “სუფთა” ცა იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ მოიღრუბლა]

IMG_6981

23 აგვისტო.
დილამ მშვიდად ჩაიარა. ღურშევის ხედისკენ მიმავალ გზას შუადღის კვების შემდგომ დავადექით. გზა ჩვეულებრივი მანქანისთვის ნაკლებად სასურველია. შესაბამისად ფეხით სასიარულოა. მთლიანობაში საათ ნახევრის სავალია. სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ავედით. დანიშნულების ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოსაა. [როგორც შემდგომ გავარკვიეთ იქით 2008 წლის შემდგომ საერთოდ აღარ უშვებენ. ეგრედ წოდებულ საზღვარს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ]

ამავე გზაზე ცივი მდინარე მიუყვებოდა და ჩვენც იქ შევჩერდით. მდინარის ბრყტელ ქვებთან ჩამოვჯექით. იმდენად ცივი იყო, რომ ფეხები გაგვეყინა, მთლიანად შესვლა კი ვერ შევბედეთ. რამდენიმე საათი ასე გავჩერდით, წიგნის კითხვით შევიქციეთ თავი.

IMG_7017.JPG

ტყეშიც შევედით [მაღალი, სქელი ფიჭვნარი გაგაოცებთ]. საღამოს კი სანამ დავეშვებოდით გაგვიწვიმდა. ნისლი მოიცვა მთებმა და წვიმის ფარდა დაეშვა. ჩაფიქრებული რაჭა მეტად მომხიბვლელია.

24 აგვისტო.

დღეს ონში ჩავდივართ მუზეუმისა და სინაგოგის სანახავად.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დანგრეულ და ავარიულ შენობაშია, თუმცა მისი ნახვა აუცილებელია. მიუხესავად იმისა რომ ბევრი ნიმუში ინახება მაინც არსებული მემკვიდრეობის შესახებ ბევრს შეიცნობთ. ბილეთის ფასი 2 ლარია. გიდი კი 3 ლარი. ფასი მართლაც გასაკვირია. რამდენიმე ნიმუშს სურათების სახით გიზიარებთ.

ეს ონის მუზეუმის შენობაა, ონის რუსთაველის 26 ნომერში მდებარეობს. მისი მიგნება არ გაგიჭირდებათ. ონის ქუჩები მთავარი ქუჩაზე დიდი ტრაფარეტებით არის გამოტანილი.

IMG_7104.JPG

ესეც რამდენიმე ნიმუში, ზოგადი წარმოდგენისათვის:

[რამდენიმე საინტერესო ამბავი გიდისგან რაჭველებზე . თურმე რაჭველები დიდ ოჯახებად 40-50-იან წლებამდე ცხოვრობდნენ. ოჯახი 40 და შესაძლოა 70 წევრისაგანც შემდგარიყო. ღებიდან სვანეთში გადასასვლელი გზა არსებობს (საფეხმავლო). ღებში იყო კოშკი, თავისებური სტილის და გამორჩეული, სამწუხაროდ ის დღეს აღარ არსებოს თუმცა მის აღდგენაზე ფიქრობენ. აქვე დავამატებ, რომ მუზეუმი არის საშინელ მდგომარეობაში. საბედნიეროდ იგეგმება ახლის მშენებლობა]

რაც შეეხება სინაგოგას, ის გამორჩეულია. სამწუხაროდ არა მარტო შიგნით არამედ შიდა ეზოშიც ვერ შევედით. დაკეტილი იყო[ბოლოს დღეს ონიდან ამბროლაურში ერთი კაცი დავიმგზავრეთ, მან გვითხრა რომ იღებაო ხშირადო]. მისი სილამაზით დატკბობა მხოლოდ გარედან მოვახერხეთ. ის მაინც აუცილებლად სანახავ სიაში შედის. იქვე ქუჩები და სახლები პატარ პატარა რამეებითაა გაფორმებული.

IMG_7107IMG_7177

უკანა გზაზე მდინარე რიონთან ჩამოვჯექით ხიდთან. ასევე მივირთვით წყაროს წყალი. მჟავე და მინერალური რა თქმა უნდა.

A post shared by R. B. (@r_mouse_) on Aug 24, 2017 at 5:46am PDT

საღამოსთვის ადგილობრივი ხვანჭკარა ნახევარი ლიტრა ვიყიდეთ (20 ლარი). უგემრიელესი იყო, ამავდროულად სრულიად განსხვავებული გემო და სურნელება ჰქონდა. შევჯერდით რომ ღვინოს მინერალური წყლის გემო დაყვებოდა, დიდი დეგუსტატორი არ ვარ, მაგრამ ღვინოს განსხვავებულობა აშკარად ეტყობოდა.რაჭულ სუსხიან საღამოსაც დიდად მოუხდა.

25 აგვისტო.

უკან ვბრუნდებით. გზად საყინულე ვიხილეთ. ის ნიკორწმინდის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს მიმავალ გზაზეა. ავტომობილით რაღაც მონაკვეთს გაივლის, შემდგომ კი ფეხით. მიგნება არ გაგიჭირდებათ, ყველგან მინიშნებებია.

IMG_7396.JPG

ტყიბულში კი ასეთი ლამაზი გადასასვლელი შევამჩნიეთ:

IMG_7425.JPG

თბილისში 17:00 საათზე დავბრუნდით რაჭის პატარა მოგზაურობიდან. კმაყოფილები და დასვენებულები.


ეს იყო პატარა მოგზაურობა. იმედია რაჭაში შემდგომი მოგზაურობისთვის გამოგადგებათ. თუ იცით სხვა ადგილები, რომლეიბიც აუცილებლად სანახავია გთხოვთ გამიზიაროთ. და ქვემოთ უძირო ტბასთან ერთად სიაში შევიტან.

სხვა სანახავი:

უძირო ტბა – შოვიდან მისკენ დაახლოებით რვა საათი სავალია. უმეტეს შემთხევაში მოლაშქრეები ან დილით ძალიან ადრე გადიან, რომ უკან დაბრუნება მოასწრონ, ან კარვებით მიდიან და იქ რჩებიან მთელი ღამე, გამთენიისას კი ბრუნდებიან. მომავალში აუცილებლად ვინახულებ.

ონის გალავნის კედლები – ონში თუ კარგად გაიკითხავთ აუცილებლად მიაგნებთ. ჩვენ რატომღაც დაგვეზარა და დიდად არ მოვინდომეთ მის სანახავად.

დატოვე კომენტარი